ზღვის დონიდან 2100 მეტრზე, სიერა ნევადის ქედის სამხრეთ ნაწილში ილანდება უზარმაზარი ხე. მისი ჟანგისფერ-წითელი ტანი ღრმად დაღარული ქერქის ფენებითაა გასქელებული, ძირში 8 მეტრის დიამეტრისაა და თბილისის “რედისონ ბლუ ივერიას” სიმაღლეა. ხის მთლიანობაში დანახვა – სიდიდის გამო – თითქმის შეუძლებელია. 90 წლის წინ მას „პრეზიდენტი“ შეარქვეს. ეს გიგანტური სეკვოიაა,Sequoiadendron giganteum-ის წარმომადგენელი. იგი ერთ-ერთია სეკვოიის გვარის რამდენიმე გადარჩენილი სახეობიდან.