რეკლამა


რა ხდება საქართველოს ტყეებში?


გამარჯობათ! ეს პოსტი ეხება საქართველოს ტყეებს სადაც ხალხის აზრით მისტიკური მოვლენები მძვინვარებს
მოგესალმებით! მე ვარ მიშო გაფრინდაშვილი! პირველ რიგში სანამ წერას დავიწყებდე მინდა გთხოვოთ,რომ თავი შეიკავოთ დასაცინი და დამამცირებელი კომენტარებისგან,ყველას გაგვაჩნია ჩვენ ჩვენი აზრი რაღაც მოვლენებზე და გთხოვთ,რომ თქვენს განსხვავებულ აზრს დაცინვით ნუ გამოხატავთ, მე ვიწვალე და მოვიძიე თქვენთვის საინტერესო ინფორმაციები და ჩემი მიზანია ჩემი მოძიებული ინფორმაციით ცოტათი მაინც წაგახალისოთ  ეხლა რაც შეეხება პოსტს,ამ პოსტის მოძიებაში დამეხმარნენ Georgian Paranormal Hunters–ები,რომლებიც საქართველოში მისტიურ და ამოუცნობ მოვლენებს იკვლევენ. ისინი სოციალურ ქსელ facebook–შიც გვხვდებიან
თქვენ ალბათ ბევრჯერ გქონიათ მომენტი საკუთარ სოფელში,როდესაც იქ ხალხი ამოუცნობ არსებებზე ლაპარაკობს და შენ ეს სასაცილოდაც არ გყოფნის. მართალია,ზოგი ზღაპარია,ზოგში კი სინამდვილის ნატამალიც არის. საქართველოს ტყეებში უმეტესად დგას ჯვარი ან ეკლესია ახლოს და შენ იცი,რომ ამ ტყეს ბოროტი ძალა ვერ შეეხება, ეს მართალია კიდეც! მაგრამ აბა წარმოიდგინეთ ნაწილი იმ ტყეებისა,რომელშიც არც ჯვარია და არც
ეკლესია ახლოს. ბოროტ ძალას იოლად შეუძლია ტყის მისაკუთრება და ტყეში ხალხის თქმით გამოდიან სხვადასხვაგვარი არსებები მაგალითად: ალები,ჭინკები,ბოროტი სულები და ა.შ. თქვენ ეს სასაცილოდაც არ გყოფნით მაგრამ იცოდეთ,რომ ადრე ამ მოვლენებმა საგრძნობლად იმატა,მოხუცებულები ხშირას ჰყვებიან ამ არსებებზე.რამოდენიმე ისტორიაც მოვიძიეთ მოხუცებულებისგან და ყველა ყვება ერთი და იგივე არსებაზე ზუსტად,ყვებიან ბებერ ქალებზე,რომელთაც ზებუნებრივი ძალა გააჩნიათ,ყვებიან რომ არიან დაბლები,ძლიერები,საშიშები,მხოლოდ ღამე გამოდიან,ზოგი წყალში ცხოვრობს ზოგი ტყეში,მათ ლეგენდებიდან „წყლის არსებებსაც უწოდებენ“ . ამ მოვლენებმა ამ ბოლო დროს საგრძნობლად იმატა.


გახმაურებული მხოლოდ ეს სამი ვიდეო და ინფორმაციაა,ხოლო საქართველოს სხვა სოფლებში გაცილებით რთული სიტუაციაა… მაგალითად… ყოველ ღამე იკარგება საქონელი,ძაღლები,კატები,ქათმები… როგორ წარმოუდგენლადაც არ უნდა გეჩვენოთ ცხენებს ბეწვი გაკვანძული აქვთ,რისი გახსნაც ვერ მოხერხდა და რამოდენიმეს შეაჭრეს კიდეც. ეს მოვლენები უკავშირდება „ჭინკებს“ ჭინკებზე ლეგენდებიც არსებობს და ფაქტებიც რაც ამ ყველაფერს უკავშირდება:
პოსტი ვიკიპედიადან. (http://ka.wikipedia.org)
ჭინკა — მავნე ჯუჯა, მიწის ავსული, ღამეული არსება; “ქაჯი”, ჰაერის მცველი, “მაცდურად იტყვიან გლეხნი” (საბა). ქართულ მითოლოგიაში ამ ავსულს თავისებური მტკიცე ადგილი უჭირავს. დაახლოებით სკანდინავიური ტროლების, გერმანული გნომების, ასევე მორმოლიკების და ემპუსას რანგის მაცდურებია, საშიშნი სიმრავლითა და სიავით. ხალხურ მეტყველებაში ცქვიტის, მარდის და მოხერხებულის მნიშვნელობა აქვს მიღებული (მაგ.: “ჭინკა ბიჭი”).
ჭინკობისთვე — სექტემბერია. ოქტომბერ-ნოებერი ჭინკების სათარეშოდ ითვლებოდა. “ჯვარი აქაურობას და იმ თვეში ატყდებიან პატარა ჭინკები, დადიან ხმელეთად, ადამიანად” — აკაკი წერეთელი. 7 დეკემბერს მიქელ-გაბრიელი ბოჭავს და წყალში ყრის ჭინკებს.
პოსტი ამავე საიტიდან ავტორი (www.Ucnauri.Com) : dant1k
წვრილმანი ისტორიები
ექსკურსიაზე წასულების თავგადასავლები რეალური ხალხი რეალური ისტორიები..
მიდიოდა ბიჯი მდელოზე ესმოდა ვიღაცის ხმა (ბიჭთან ერთად იყო ბევრი ხალხი მაგრამ იმ მომენტში თვალთახედვის არეალიდან მიიფარა) ხმა ახლობლის იყოო და ამ სწორ მდელოზე ჩავარდა ხრამში !!!
მედელოს მარტო ეგ ბიჭი ხედავდა თურმე რეალურად მირაჟი იყო!!
იმავე ექსკურსიიდან გოგოს გამე რო ყველას ეძინათ მოესმა ხმები ნუ თვალები რო გაახილა იგრძნო რო ახრჩობენ ვინ ვერ დაინახა მაგრამ 2 თვე გონზე მოყავდათ მერე თბილისშში ისე შეეშინდა საწყალს
ჭინკების თავიდან აცილება
ამბობენ რომ როდესაც სახში ეზოდან გეძახიან, სამი დაძახების მერე გადიო , რადგან შეიძლება შენი მეგობრის ხმით ჭინკა გეძახდეს და როდესაც გადაიხედავ გადაგაგდებსო. (არამგონია მართალი იყოს )
თუ სადმე აგეკიდათ ჭინკა (ღმერთმა დაგიფაროთ) მაშინ თქვეენ ამ შემთხვევაში “უნდა გააფუჭოთ ჰაერი” ჭინკა ამას ვერ იტანს და მაშინვე დაგანებებთ თავს. ამასთან დაკავშირებით მოგიყვებით ერთ პატარა ამბავს …
ემზირო ბაბუა და ჭინკა
პირადათ მე მომიყვა “ემზირო ბაბუმ” ეს ისტორია, მითხრა რომ მიდიოდა ურმით ტყეში შეშის მოსატანათ, ზამთარი იყო , ძალიან ციოდა , (სხვათაშორის ამბობენ ჭინკები მარტო ზამთარში არიანო) ხოდა უგრძვნია რომ მის ზურგს უკან ვიგაც იყო გაიხედა და დაინახა დაბალი , წითელი თმებით, დიდი ფრჩხილებით, ძალიან მახინჯი ქალი, ემზიროს ისე შეშინებია რომ ჩაუსვრია ! ჭინკამ სუნი როგორც კი იგრძნო გადახტომილა ურმიდან და გაქცეულა.

 ჭინკა ანუ ტყის ქალი,ქაჯი,ასევე წყლის არსება. ადრე ძალიან ბევრნი იყვნენ. ჩემი აზრით დღესაც არიან საკმაო რაოდენობით შემორჩენილნი ოღონდ ისეთ ადგილებში სადაც ჯვარი არ არის.

 Georgian Paranormal Hunters–ი იკვლევს მათ. დიდი მადლობა,რომ წაიკითხეთ ჩემი პოსტი  იმედია კომენტარებში არ გამაკრიტიკებთ.

რეკლამა


რეკლამა