რეკლამა


სამხრეთ ოსეთის მკვიდრმა პეტერბურგელი სასიკვდილოდ სცემა

სანკტ-პტერბურგის პოლიციამ 23 წლის სამხრეთ ოსეთიდან ჩასული აივარ კოჩიევი დააკავა. მას თავისი თანატოლის, ივან პოტაშევის მკვლელობა ედება ბრალად. პოტაშევს და კოჩიევს შელაპარაკება 21 მაისს მოუვიდათ, რის შემდეგაც კოჩიევმა იგი სასიკვდილოდ სცემა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოტაშევი საავადმყოფოში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს, ორი დღის შემდეგ იგი გარდაიცვალა. 
აღსანიშნავია, რომ აივარ კოჩიევი, სანკტ-პეტერბურგში სამხედრო უმაღლეს სასწავლებელში საიდუმლო კურსებს გადიოდა. ცნობილია, რომ იგი მესამე კურსზე იყო. ამის შესახებ ინფორმაცია თავად რუსეთის შსს-მ გაავრცელა. 
პოტაშევის გარდაცვალების შემდეგ, მისმა მშომბლებმა და ახლობლებმა სოციალურ ქსელებში ხმაური ატეხეს. მათი თქმით, ივან პოტაშევი „კავკასიელებმა“ მოკლეს. როგორც გარდაცვლილის და წერს, ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ ვერავინ ვერ მოასწრო გონზე მოსვლას და მიხმარება. თუმცა, იგი მიმართავს თვითმხილველებს სამართალდამცავ ორგანოებში გამოცხადდნენ და ჩვენებას მისცენ. 

რეკლამა


რეკლამა