რეკლამა


ქალის ორგაზმის გავლენა ორგანიზმზე


სექსი და ორგაზმი ერთ-ერთი ყველზე პოპულარული თემაა საუბრისათვის. ორგაზმს თითქმის ყველა განიცდის გარკვეული ასაკიდან. მამაკაცების უმრავლესობაში ორგაზმის განცდა იწყება გარკვეული ასაკიდან, ქალებში კი შესაძლოა, დაიწყოს გვიან, ან არ დაიწყოს საერთოდ. იმ ქალებში, რომლებსაც არა აქვთ სექსი და არც მასტურბირებენ, ძალიან ხშირია სასქესო სისტემის დაავადებები, ხოლო იმ ქალებში, რომლებიც „სასიყვარულო განმუხტვებს“ ხშირად იღებენ, მთელი რიგი დაავადებების რისკი მცირდება, ვინაიდან ორგაზმი:
  • იწვევს ორგანიზმში მძლავრ და ისეთ ბიოქიმიურ პროცესებს, რომლის გამოწვევეაც ბევრ ნარკოტიკსაც კი არ შეუძლია. გამოყოფილი კორტიზონი სწრაფად აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და იწვევს ბედნიერების განცდის ჩამოყალიბებას. ამას ემატება ადრენალინის გამოტყორცნა, რომელიც თავის მხრივ ქმნის ორგანოთა მუშაობის „საგანგებო“ რიტმს: გული ცემს უფრო სწრაფად, იმატებს წნევა, ორგანიზმი ახდენს მთელი ენერგიის მობილიზაციას, მცირდება გლიკოგენის რაოდენობა ღვიძლსა და კუნთებში;
  • ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში;
  • აყალიბებს იმუნიტეტს გრიპის წინააღმდეგ. სექსი აძლიერებს იმუნიტეტს, რომლეიც განსაკუთრებით ინტენსიურად ღამე იწყებს მუშაობას;
  • ორგაზმის დროს ხდება „ჟანგბადის თერაპია“, ვინაიდან დუნდება ბრონქების გლუვკუნთოვანი მუსკულატურა. ორგაზმის დროს წყვეტილი და სწრაფი სუნთქვის შემდეგ მოდუნების ფაზაში სუნთქვა ხდება ღრმა და სისხლი მდიდრდება ჟანგბადით;
  • იცავს მიოკარდიუმის ინფარქტისაგან. სექსი ერთგვარი ვარჯიშია გულისთვის, ვინაიდან სისხლძარღვები პრელუდიიდან ორგაზმამდე ჯერ ფართოვდებიან, შემდეგ ვიწროვდებიან, ამით მიოკარდიუმი ეჩვევა სისხლის მიწოდების ცვლილებებს და საჭირო სიტუაციაში მოხერხებულად აკომპენსირებს დანაკლისს;
  • ასტიმულირებს თავის ტვინის მუშაობას. თავის ტვინი კარგად მარაგდება მთელი სექსის დროს სისხლით, რაც ხელს უწყობს ადამიანის აზროვნების უნარს;
  • თმებს მატებს ბრწყინვალებას და ასტიმულირებს ფრჩხილების ზრდას. ხშირი ორგაზმი იწვევს სისხლის მიმოქცევაში სათანადო ჰორმონების გადმოსროლას და ეს თავის მხრივ დადებითად აისახება თმისა და ფრჩხილების მდგომარეობაზე;
  • ხსნის დეპრესიას, ისევე როგორც, შოკოლადი;
  • ამცირებს ალცჰეიმერის დაავადებისა და ინსულტის რისკს.
ამასთან აღსანიშნავია, რომ მუდმივი სექსუალური პარტნიორის ყოლა ზრდის ამ ციფრებს 1.5-2-ჯერ.
მიუხედავად ორგაზმის დროს მოზღვავებული დადებითი ემოციების გრძელი სიისა, ორგაზმს შეუძლია, ქალის ჯანმრთელობაში გარკვეული უარყოფითი ეფექტების შეტანა.
ცნობილი ფაქტია, რომ ქალების უმრავლესობა განიცდის კლიტორულ ორგაზმს, ხოლო ვაგინალური ორგაზმის მიღწევა მცირე რაოდენობით ქალებს შეუძლიათ (დაახლოებით ქალების 30%).
ფსიქოლოგების აზრით ორგაზმის ხშირად განცდა იწვევს თვითკონტროლისა და სიტუაციის კონტროლის დაკარგვას. მეცნიერულად აღწერილია შემთხვევა, როცა ორგაზმის დროს ქალს ჰქონდა ჰალუცინაცია. თუმცა მეცნიერების ნაწილი თვლის, რომ ხშირი და მულტიორგაზმის გამოწვეული მცირე დარღვევები არაფერია იმასთანშედარებით, რასაც არარეგულარული და იშვიათი სექსიიწვევს (ნერვული აშლილობები, შაკიკი, მუცლის ქვედა არეში ტკივილი და ა.შ).

რეკლამა


რეკლამა