რეკლამა


ქალის სხეულის ფორმები


ქალის სხეულის ფორმები ანუ ფიგურა მკვეთრად განსაზღვრავს მის ფიზიკურ მომხიბვლელობას და შედგება ძვლოვანი სისტემის, კუნთოვანი და ცხიმოვანი ქსოვილის გადანაწილებების თავისებურბებისგან.  სხეულის ფორმის ნორმების მკვეთრი ვარიაბელობა არსებობს, ისე როგორც ნებისმიერი სხვა ფიზიკური გამოხატულების.  კაცობრიობა თავისი განვითარების მანძილზე ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭბედა ქალის სხეულის ფორმების ესთეტიურობის, სექსუალურობის თუ  ნაყოფიერების (რეპროდუქციული) კუთხით.  განსხვავებულ კულტურებში განსხვავებული კრიტერიუმებით აფასებენ სხეულის ფორმას და განსხვავებულია დამკვიდრებული იდეალებიც. ძირითადი კრიტერიუმებად დღეისთვის მიჩნეულია ფიზიკური მომხიბვლელობა და სხეულის სიჯანსაღე.
ზოგადად ქალის წელი უფრო ვიწროა ვიდრე დუნდულოები და მკერდი. უხეშად რომ ვთქვათ ყოველდღიურობაში ქალის „ფორმებში“ გულისხმობენ მკერდს, წელს და დუნდულო-ბარძაყებს,  სწორედ მათი გარშემოწერილობების ფარდობებით განისაზღვრება სხეულის ფორმები.
ქალის ფორმებს განაპირობებს ქალური ჰორმონები ესტროგენები, რომელიც განსაკუთრებით იმატებს პუბერტატულ (გარდატეხის/სქესობრივი მომეწიფების) ასაკში, და განაპირობებს ცხიმის შესაბამის გადანაწილებას ორგანიზმში რაც ქალს აძლევს ამ ფორმებს (მეორადი სასქესო ნიშნები), პროგესტერონის, ესტროგენების და პროლაქტინის გავლენით კი ორსულობაში იმადებს მკერდის ზომა, მკვრივდება კერტები და ხდება უფრო გამოკვეთილი, მკერდის ეს მდგომარეობა ნარჩუნდება  ლაქტაციის დასრულებამდე, ორსულობის შემდგომ დროთა განმავლობაში მკერდი უბრუნდება პირვანდელ ზომას, შეიძლება დარჩეს მცირედ მომატებული, ან უფრო მეტად დაპატარავდეს ვიდრე ეს თავიდან იყო.  მენოპაუზალურ ასაკში მკერდის ზომა მრავალ შემთხვევაში მცირდება და ეს ასოცირებულია ესტროგენების რაოდენობის შემცირებასთან.

სხეულის ფორმები დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს და ამას განაპირობებს, კვების რეჟიმი, ცხოვრების სტილი, ფიზიკური აქტივობს, ჰორმონული მდგომარეობა.
მენოპაუზის პერიოდისთვის, როცა საკვერცხის ფუნქციონირება სუსტდება ცხიმოვანი ქსოვილი მცირდება დუნდულოებზე, მკერდზე, ბარძაყებზე და დიდი რაოდენობით გროვდება მუცლის მიმდებარედ.  მამაკაცებშიც ესტროგენების ნაკლებობის გამო მუცლის მიდამოში გროვდება ცხიმი.
ტესტოსტერონს აქვს ანაბოლური ეფექტი, ამიტომ კაცებს უფრო მეტად აქვთ განვითარებული კუნთვანი სისტემა ქალებთან შედარებით.  საშუალოდ ქალს 10 ჯერ ნაკლები ტესტოსტერონის რაოდენობა აქვს, თუმცა მგრძნობელობა ქალებს უფრო მაღალი აქვთ ანდროგენების მიმართ.  ანდროგენების მიმართ განაკუთებული სენსიტიურობით გამოირჩევიან შემდეგი კუნთები: მკერდის კუნთები, ბიცეფსი(ორთავა) ტრიცეფსი(სამთავა), მკლავების კვადრატული კუნთები და ბარძაყის კუნთები.
არსებობს ქალის სხეულის განსხვავებული ფორმები, პირობითად ისინი დაყოფილია სხვადასხვა კატეგორიებად: ბანანი, ვაშლი, მსხალი, ქვიშის საათი.
მკერდის გარშემოწერილობა ისაზღვრება მკერდზე გატარებული ხაზის დონეზე, წელის გარშემოწერილობა ისაზღვრება ბოლო ნეკნს (რომლის პალპაციაც შეიძლება) და თეძოს ქედს შორის შუა ხაზზე, დუნდულოების (ბარძაყების გარშემოწერილობა განისაზღვრება დუნდულოებზე ყველაზე განიერ ადგილზე).
მრავალ კულტურაში ქვიშის საათის ფორმის სხეული მიიჩნევა იდეალურად(ქალებზეა საუბარი), თუმცა პოპულაციის მხოლოდ 8 % აქვს ასეთი სხეული.
ზოგადად საურველ პროპორციებად მიჩნეულია სხეულის ზომები 90 -60 -90 (მკერდი, წელი, დუნდულოები), თმცა მნიშვნელობა აქვს სიმაღლესაც. ერთიდაიგივე გარშემოწერილობის (90 -60 -90 ) ორი ქალი  განსხვავებული სიმაღლით, განსხვავებულად გამოჩნდება. მაგ.  157 სმ ქალი გაცილებით ფორმიანი გამოჩნდება იგივე პროპორციებით, ვიდრე  173 სმ, რადგან  მაღალ ქალებს უფრო მეტი დინსტაცია აქვთ გასაზომ წერტილებს შორის და  რაც უფრო მაღალია ქალი ერთი და იგივე პარამეტრებით უფრო გამხდარი ჩანს ვიდრე ფორმიანი, ნაკლების სიმაღლის ქალებთან შედარებით.
დღეისტვის წვრილი წელი და დაბალი წელ – დუნდულოების გარშემოწერილობის ფარდობა მიიჩნევა სიჯანსაღის დასხეულის სილამაზის კრიტერიუმად. გარეგნულ მომხიბვლელობაში არანაკლები წილი უჭირავს სხეულის მასის ინდექსს (წონა შეფარდებული სიმაღლის კვადრატთან მეტრებში.  18,5 -25 ნორმაა.) წელის გარშემოწერილობა ქალისთვის თუ 80 სმ-ზე მეტია ასოცირებულია სხვადასხვა დაავადებებთან, მათ შორის შაქრიან დიაბეტთან.
(WHR) -წელის გარშემოწერილობის ფარდობა დუნდულოების გარშემოწერილობასთან –  0,7 ასოცირებულია ფიზიკურ მომხიბვლელობასთან.  ეს ფარდობა განსხვავებულია კულტურების მიხედვით, მაგ. ჩინეთში უპირატესობას ანიჭებენ 0,6, სამხრეთ ამერიკის და აფრიკის ნაწილში  ნაწილში 0,8-0,9

რეკლამა


რეკლამა