16 მაისს შვედეთის ქალაქ მალმეში კონკურს "ევროვიზია-2013"-ის ნახევარფინალი გაიმართა. ხმის მიცემის შედეგებით გამოვლინდა 10 ფინალისტი, რომლებიც დღეს, 18 მაისს წარსდგებიან მაყურებლის წინაშე.
ფინალში, სხვა ქევყნის წარმომადგენლებთან ერთად, ჩვენი მომღერლები – ნოდიკო ტატიშვილი და სოფო გელოვანიც გადავიდნენ, რითაც ძალიან ვამაყობთ.
თუმცა მეორე ნახევარფინალს სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია. ფინეთის წარმომადგენელმა კრისტა სიეგფრიდსმა, რომელიც ასევე ფინალისტებს შორის არის, თავისი გამოსვლა მოცეკვავე გოგონასთან ვნებიანი კოცნით დაასრულა.
სიმღერა, რომლის სახელწოდებაც არის Merry me, კრისტამ თავად დაწერა და ერთსქესიანი ქორწინების მხარდამჭერებს მიუძღვნა. ამ კოცნის გამეორებას სიეგფრიდსი ფინალშიც აპირებს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფინეთის წარმომადგენელიც მოხვდა ფინალისტების ათეულში, მიუხედავად მისი ეპატაჟური საქციელისა; ან შესაძლოა, სწორედ ამიტომაც... ბოლო დროს ხომ აშკარად მომრავლდა არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მხარდამჭერთა რიცხვი.