მსახიობმა ბრედ პიტმა საყვარელ ქალს, ანჯელინა ჯოლის საცვლები აჩუქა. Agent Provocateur-ის ტრუსები და ბიუსტჰალტერი ბრედმა ენჯის 38 წლის აღსანიშნავადუსახსოვრა.ჯოლი, რომელმაც ახლახან ორმაგი მასტექტომია გაიკეთა, ახალ გარდერობს ქმნის. ამიტომაც ბრედის საჩუქარი ზედგამოჭრილი იყო.
როგორც ცნობილი გახდა, თეთრეულის კომპლექტით, რომელიც 3 000 ფუნტი სტერლინგი ღირდა, იუბილარი აღფრთოვანდა.
ამ "ინტიმური" საჩუქრის შესახებ პიტმა გამოცემა Bild-თან ისაუბრა.
"ოო, ეს ძალიან პირადულია, მაგრამ ეს ის არის, რაც მისთვის, როგორც ქალისთვის და დედისთვის ძალიან აუცილებელია; რაღაც, რის შესახებაც აქ უადგილოა საუბარი", - აღნიშნა მსახიობმა.
ჯოლიმ საკუთარი დაბადების დღე ორჯერ აღნიშნა: ჯერ წინა დღით საყვარელ მამაკაცთან ერთად პარიზში მოიწყო რომანტიკული საღამო, ხოლო დაბადების დღე ოჯახურ წრეში, თავის 6 შვილთან ერთად იაპონურ გარეუბანში, ბერლინში აღნიშნა.


No comments:
Post a Comment