28 წლის ფეხბურთელს, კრიშტიანუ რონალდუს უყვარს "ცხელი" გოგონები. მაშინ, როცა მისი შეყვარებული – მოდელი ირინა შეიკი – კანის კინოფესტივალს "შიშველი" კაბით აჯადოებდა, რონალდუ "ცუდი გოგოს", რიანას კომპანიაში ერთობოდა და ფოტოებს იღებდა.
სამშაბათს რიანას ლისაბონში კონცერტი ჰქონდა. სუპერსექსუალური სამოსი, ვნებიანი პოზები და ცეცხლოვანი შოუ – მომღერალმა კვლავ დაუმტკიცა ყველას, რომ შეუძლია "ცეცხლის" დანთება. 24 წლის ბარბადოსელი მომღერლის მონდომებას ფუჭად არ ჩაუვლია – კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც კონცერტზე იმყოფებოდა, ისე აღფრთოვანდა შოუთი, რომ...
კონცერტის შემდეგ ფეხბურთელმა გადაწყვიტა, საგრიმიოროში სწვეოდა რიანას. "გუშინ, რიანას კონცერტის შემდეგ" – დააწერა რონალდუმ მომღერალთან ერთად გადაღებულ ფოტოს, რომელიც Facebook-ზე დადო. ფოტომ უკვე დააგროვა 1 მილიონი "ლაიქი".
მომღერალმაც გაუზიარა მეგობრებს ფოტო, რომელზეც ის რონალდუს საკოცნელად ემზადება.
თქვენ როგორ მოგწონთ ეს წყვილი?