რეკლამა


მდიდარი რუსების ცოლები სექსის გაკვეთილებს იღებენ

მოსკოვში პრაქტიკული სექსკურსები გაიხსნა, რომელზეც არცთუ ცოტა ქალი დადის. მათ შორის, განსაკუთრებით, მდიდარი რუსების ცოლები გამოირჩევიან, რომლებიც დიდი მონდომებით ითვისებენ სექსის საიდუმლოებებს. 

ინტიმის კურსები, სახელწოდებით "ტრენინგცენტრი "სექს.რფ", მოსკოვის ცენტრში მდებარეობს წყნარ მწვანე ეზოში. შიგნით სიმყუდროვეა. გარშემო შუშის მაგიდებია, ზედ - შამპანურები.

აუდიტორია სავსეა გოგონებით: ახალგაზრდებითა და სიმპათიურებით, ქმრიანებით, თავისუფლებით და ოდნავ დაკავებულებით. არც ეტყობათ, რომ რაიმენაირად უხერხულობას განიცდიან. ერთი სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონიც კია, რომელიც, მისივე თქმით, მორალური ქალწულობის დასაკარგად მივიდა. 

გაკვეთილებს ქვეყნის წამყვანი სექსოლოგი ეკატერინა ლუბიმოვა ატარებს. ის უხსნის ქალებს, რა და როგორ უყვართ მამაკაცებს და თეორიებში არკვევს. პრაქტიკას კი რეზინის ორგანოებზე გადიან და "მასწავლებლის" კვალდაკვალ იმეორებენ მოძრაობებს. 

დეტალებს აღარ ჩავუღრმავდებით, მაგრამ ყველაზე საინტერესო აქ კონტინგენტია. ქალების დიდ ნაწილს რუსი შეძლებული ადამიანების ცოლები შეადგენენ. მათ აქვთ მიზანი, ყველაფერი ბოლომდე შეისწავლონ, სექსის საფუძვლებში გაერკვნენ, დაოსტატდნენ და ქმარს მაქსიმალური სიამოვნება მიანიჭონ, რომ მას სხვა ქალებში გავლის და მით უმეტეს - სხვა ცოლის მოყვანის სურვილი არ გაუჩნდეს. 

რასაკვირველია, იქ ასევე არიან ასეთივე შეძლებული კაცების მომავალი ცოლები, რომლებიც მსგავსი ოსტატობით აპირებენ სასურველი მდიდარი მამაკაცის მოხიბვლას და ხელში ჩაგდებას...

რეკლამა


რეკლამა