რეკლამა


ჯიჰადი განცხადებას ავრცელებს



"The voice of Jihad" გუშინ ჰელმანდის პროვინციაში ქართველ სამხედროებზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 
განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ნატოს ბაზის  შიგნით მომხდარი აფეთქების შედეგად 20 უცხოელი თავდამსხმელი დაიღუპა და რამდენიმე ათეული ადამიანი დაიჭრა. 
"თავდასხმა გუშინ, ადგილობრივი დროით, დაახლოებით 04:00 საათზე განხორციელდა, როდესაც აბდულ ღაფარმა  ანგრაკ კარეზის ტერიტორიაზე მდებარე აისაფის დიდი სამხედრო ბაზის შიგნით, ასაფეთქებელი ნივთიერებებით სავსე სატვირთო  მანქანა ააფეთქა, ასევე განადგურდა რამდენიმე ტანკი და შიგნით გაჩერებული  სატრანსპორტო საშუალებები; მტერი თავისი ჩვეული პოლიტიკით საზოგადოების დეზინფორმირებას შეგნებულად ცდილობს, აცხადებენ რა, რომ თითქოს მოჯაჰედებმა დიდი მსხვერპლი განიცადეს.  ეს სხვა არაფერია, თუ არა სიცრუე, რომელსაც არავითარი საფუძველი  არ გააჩნია", - აღნიშნულია განცხადებაში. 

No comments:

Post a Comment

რეკლამა


რეკლამა