რეკლამა


ანჯელინა ჯოლის ორივე მკერდი მოკვეთეს

მინდა, ყველა კაცს მივმართო: თუ თქვენს ცოლს ან შეყვარებულს მკერდი მოკვეთეს, არ მიატოვოთ - ამ დროს ქალს ყველაზე მეტად სჭირდებით.

ჰოლივუდის ვარსკვლავმა ანჯელინა ჯოლიმ მკერდის კიბოს თავიდან აცილების მიზნით ორივე სარძევე ჯირკვლის ამპუტაცია გაიკეთა. ამ გზით ქირურგებმა მკერდის კიბოს გავრცელების შანსი 87%-დან მინიმალურ ზღვრამდე დაიყვანეს.

"ეს ოპერაცია საჭირო იყო, რადგანაც სხვა შანსი არ არსებობდა. მინდა, სხვა ქალებს მივმართო: მკერდის მოკვეთაზე დათანხმება და ამ გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ იყო. ახლა ბედნიერი ვარ, რომ ეს გავაკეთე. იმის შანსი, რომ მკერდის კიბო დამემართოს, 87%-დან 5%-მდე შემცირდა. ჩემს გვერდითაა ბრედ პიტი და მარტო არ მტოვებს. მინდა, ყველა კაცს მივმართო: თუ თქვენს ცოლს ან შეყვარებულს მკერდი მოკვეთეს, არ მიატოვოთ - ამ დროს ქალს ყველაზე მეტად სჭირდებით. ბრედი გამოკვლევებზეც დამყვებოდა და ოპერაციის შემდეგ ჩემი გაცინებაც შეძლო", - განაცხადა ანჯელინამ.

რეკლამა


რეკლამა