ასაკობრივი და ნაციონალური სხვაობის მიუხედავად, ყველა ამ ადამიანზე აღბეჭდილია მათი მოღვაწეობის დამღა. გარეგნულად ყველა თავისებურად გამოიყურება, მაგრამ მათ აერთიანებთ ერთი რამ - ისინი მსოფლიოში ყველაზე უფრო დიდი კრიმინალური დაჯგუფებების წევრები არიან.
სწორედ მათზე ამბობენ:"სჯობს საერთოდ არ იცოდე, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ".
გთავაზობთ, მსოფლიოში ყველაზე დიდი კრიმინალური დაჯგუფებების ბოსების ვინაობას, რომელიც lenta.ru გამოაქვეყნა. სიაში, ორი მათგანი საქართველოს მკვიდრია.
1. იტალიური ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების «ნდრანგეტა» ბოსი სებასტიანო პელლე. «ნდრანგეტა» შეიქმნა იტალიის ყველაზე ღარიბ პროვინციაში კალაბრიაში.
2. მარსელის მაფიის ლიდერი 75 წლის ჟაკ იმბერი, რომელიც ცნობილი ბანდის «სამი იხვი» წევრი იყო. 1977 წელს მასზე მოეწყო თავდასხმა, რომელიც საფუძვლად დაედო ფილმს "22ტყვია:უკვდავი".
3. მოსკოვის სლავური კრიმინალური დაჯგუფების სავარაუდო ლიდერი ალექსეი პეტროვი, მეტსახელად ლიონია ხიტრი. არაოფიციალური ინფორმაციით, პეტროვი ამ დაჯგუფების ლიდერად 2009 წელს იქნა არჩეული, ვიაჩისლავ ივანკოვის, იაპონჩიკის მკვლელობის შემდეგ.
4. ვინსენტ ბასიანო, მეტსახელად «ლამაზი ვინი», რომელიც ბონანოს ოჯახის ბოსია. ბონანოს ოჯახი ერთერთია იმ ხუთი იტალიურ-ამერიკული მაფიის ოჯახებიდან, რომლებიც ნიუ-იორკის კრიმინალურ სამყაროს აკონტროლებს. ბასიანო 2011 წლიდან სამუდამო პატიმრობაშია მკვლელობსათვის.
5. სინძი ისიხარა, გაერთიანებული იყო მსოფლიოს უდიდეს განგსტერულ სინდიკატში «Ямагути-гуми», რომელიც დაახლოებით რამდენიმე ათეულ ათას წევრს ითვლის. დაჯგუფების შტაბ-ბინა მდებარეობს ქალაქ კობეში. განსხვავებით სხვა დაჯგუფებებისა, იაკუძის წევრებს "პენსიაში გასვლა" შეუძლიათ.
6. ასლან უსოიანის სასაფლაო მოსკოვში. როგორც ცნობილია უსოიანი სათავეში ჩაუდგა კავკასიურ კრიმინალურ დაჯგუფებას, რომელიც რუსეთში მოქმედებდა. უსოიანი უცნობი ქილერის მიერ მოკლული იქნა 2013 წლის 16 იანვარს.
7. კრიმინალური ავტორიტეტი ზაქრო კალაშოვი, მეტსახელად "შაქრო-მალადოი", ესპანეთში დაკავების დროს. საზღვარგარეთ კალაშოვს რუსული მაფიის წარმომადგენელს უწოდებენ, ხანდახან კი ქართული მაფიის წარმომადგენელს. მან თავისი კრიმინალური მოღვაწეობა, ჯერ კიდევ, საბჭოთა პერიოდში დაიწყო.
8. «Mar 18» -ის ერთერთი ბოსი მარლონ მარტინესი სასამართლო პროცესზე, სადაც მას მკვლელობისათვის ასამართლებენ. «Mar 18» წარმოადგენს ლოს-ანჯელესის ლათინოამერიკულ კრიმინალურ დაჯგუფებას. დაჯგუფებაში, დაახლოებით, 90 ათასი ადამიანია გაწვრიანებული, რომლებიც მოქმედებენ აშშ-ში, მექსიკასა და ცენტრალურ ამერიკაში.
9. ნარკოკარტელის «სინალოა»-ს წევრი ხუან მიგელ ალიე ბელტრანი. ამერიკის სპეცსამსახურები «სინალოა»-ს ყველაზე ძლიერ ნარკოკარტელად მიიჩნევენ მსოფლიოში. 1990 წლიდან 2000 წლამდე ამ დაჯგუფებამ აშშ-ში 200ტონაზე მეტი კოკაინი შეიტანა.
10. ჯოზეფ "ჯუზეპე" ბონანო ამავე სახელწოდების კრიმინალური დაჯგუფების დამაარსებელი ნიუ-იორკში 1960-წელს.
11. კორლეონეს კლანის ლიდერი ამავე სახელწოდების სიცილიის ქალაქიდან გაეტანო რიინა. სურათზე აღბეჭდილი მისი დაჭერა პალერმოში 2011 წელს.
კორლეონების კლანი, დიდი ხანია "კოზა ნოსტრას" მთავარი ოჯახია. პატარა ქალაქ კორლეონეში 12 ათასი ადამიანი ცხოვრობს.
12. ინდოელი კრიმინალური ავტორიტეტი აბუ სალემი სასამართლო დარბაზში მიჰყავთ - 2007 წელი. აბუ სალემი თავიდან თანამშრომლობდა მუმბაის დაჯგუფება D-Company- სთან, მაგრამ შემდეგ დამოუკიდებლად დაიწყო მოქმედება. მას ადანაშაულებენ მრავალრიცხოვან მკვლელობებში, ტერაქტების მოწყობაში. 2007 წელს ინდოეთს აბუ სალემი პორტუგალიამ გადასცა.
13. ვიაჩისლავ ივანკოვი, რომელიც სიკვდილამდე მოსკოვის სლავური კრიმინალური დაჯგუფების ლიდერად ითვლებოდა.
14. გიორგი ლერნერი, მას ისრაელში რუსული მაფიის ბოსს უწოდებენ. მან დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. საბჭოთა კავშირში 11 წელი იხდიდა სასჯელს სტუდენტურ საამშენებლო გუნდში ფინანსური მაქინაციებისათვის. 2006 წელს ისრაელის ციხეში აღმოჩნდა ფინანსური პირამიდის შექმნისათვის.

15. უმსხვილესი სინდიკატის «იამაგუტი-გუმი»-ის ბოსი კენიტი სინოდა. სინოდა ატარებს უმსხვილესი იაპონური მაფიოზური დაჯგუფების ტიტულს kumite, ანუ უმაღლესი "ნათლიმამა". მას ახასიათებს ხელმძღვანელობის დემოკრატიული სტილი. კერძოდ, ის უპირატესობას საზოგადოებრივ ტრანსპორტს ანიჭებს და არა ძვირადღირებულ ლიმუზინებს პირადი მძღოლით.