რეკლამა


ქალმა ტელეწამყვანს პირდაპირ ეთერში ძუძუ აწოვა

ჰოლანდიელმა ტელეწამყვანმა პოლ დე ლიუმ მაყურებლები შოკში ჩააგდო, როდესაც სტუმრად მიწვეულ მეძუძურ დედას სთხოვა, მისთვის რძე "გაესინჯებინა". ინტერვიუს დროს პოლი დაინტერესდა, რა გემო აქვს რძეს, რომელსაც ჩვილები ჭამენ. ერთ-ერთმა სტუმარმა წამყვანს რძიანი ბოთლი გაუწოდა, მაგრამ პოლმა გასინჯვა "პირველწყაროდან" მოისურვა. "თუ არ მიკბენ, გასინჯე", - შესთავაზა მოხალისემ წამყვანს, რის შემდეგაც დე ლიუ ქალბატონის ჯერ ერთ მკერდს დაეწაფა, ხოლო მერე მეორეს. "მეორეს გემო უფრო მომეწონა" - განაცხადა პოლ დე ლიუმ რძის დაგემოვნების შემდეგ.

წამყვანის ასეთმა ქმედებამ დიდი კრიტიკა გამოიწვია არამარტო კოლეგებსა და ტელეარხის ადმინისტრაციაში, არამედ გასართობი შოუს მაყურებლებშიც. ეს უკანასკნელნი წამყვანის გათავისუფლებას მოითხოვენ.

რეკლამა


რეკლამა