რეკლამა


რაული "ბორუსიასთან" მატჩს ვერ დაესწრო


რაული "სანტიაგო ბერნაბეუზე" მადრიდის "რეალისა" და დორტმუნდის "ბორუსიას" მატჩს ვერ დაესწრო. მიზეზი ის გახლავთ, რომ "ალ-სადმა" მას მადრიდში გამგზავრების ნებართვა არ მისცა.

AS-ის ცნობით, ყატარის კლუბმა რაული მადრიდში იმ მიზეზით არ გაუშვა, რომ ოთხ დღეში ემირის თასის ფინალი აქვს. ელოდნენ, რომ მადრიდელთა ლეგენდა მატჩს დაესწრებოდა, მაგრამ "რაულიტომ" უარი მიიღო.



რეკლამა


რეკლამა