რეკლამა


რას ამბობენ ცნობილი ქალები სექსზე? – 10 ციტატა

საინტერესოა, რა აზრის არიან ცნობილი ქალბატონები სექსზე? ბევრი ყველაზე თამამი ვარსკვლავის ასევე თამამი განცხადება მოგვისმენია თუ წაგვიკთხავს ამ თემასთან დაკავშირებით. გთავაზობთ რამდენიმე ყველაზე ენამოსწრებულ გამონათქვამს სექსზე: 

"სექსი – დადებითად მოქმედებს კანზე".

გრეტა გარბო

* * *
"იმისათვის, რომ სექსი გქონდეს ადამიანთან, აუცილებელი არ არის, ერთ ენაზე საუბრობდეთ, მაგრამ მაინც... სჯობს, რომ ის ენა, რომელიც თქვენ არ გესმით, იტალიური იყოს". 

მადონა

* * *
"რაც შეეხება სექსს, ქალი უფრო მეტს წუწუნებს, ვიდრე მამაკაცი. მათ ორი ძირითადი პრეტენზია აქვთ:
1) არ არის საკმარისი;
2) ზედმეტია".

ენ ლანდერსი


* * *
"არაფერი ისე არ გაშორებს სექსს, როგორც ცოლქმრული მოვალეობის შესრულება".

თამარა კლეიმანი

* * *
"ნიმფომანი - ქალი, რომელსაც საღამოს უნდა, რომ სექსით დაკავდეს, მიუხედავად იმისა, რომ დილით ვარცხნილობა გაიკეთა". 

მორინ ლიმპანი

* * *
"თქვენ იქამდე ვერ გაიცნობთ მამაკაცს, მანამ არ სთხოვთ მას, რომ პრეზერვატივი გამოიყენოს".

მადონა

* * *
"სისულელეა, თითქოს სექსუალური განათლება სექსის სურვილს გიჩენს. ოთხი წელი ალგებრას ვსწავლობდი, მაგრამ არასოდეს არავისთან დავკავებულვარ მათემატიკით". 

ელეინ ბუსლერი

* * *
"სექსი ბინძურია? მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაუბანელი ხარ".

მადონა

* * *
"ბევრი მამაკაცი მაგარია საწოლში, მაგრამ არ არსებობს ისეთი, ვისაც დაელაპარაკებოდი". 

ლინდა ბარნსი

* * *
"ძალიან ახალგაზრდა მამაკაცებს ვანიჭებ უპირატესობას. მიუხედავად იმისა, რომ მათ კარგად არ იციან, რას აკეთებენ; სამაგიეროდ, შეუძლიათ აკეთონ ეს მთელი ღამე". 

რეკლამა


რეკლამა